Thumbnail

ამერიკულმა ჯგუფმა OneRepublic ახალი კომპოზიცია Run და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. სინგლი მუსიკოსების მომავალ, რიგით მეხუთე ალბომში Human შევა, რომელიც გასულ წელს უნდა გამოცემულიყო, თუმცა, კორონავირუსის პანდემიის გამო სტუდიური ნამუშევარი გაყიდვაში მიმდინარე წლის 1 დეკემბერს ჩაეშვება. ვიდეორგოლის ავტორი რეჟისორი ტომას უიტმორი გახლავთ.

OneRepublic კოლორადოში 2002 წელს ჩამოყალიბდა. კოლექტივის საერთაშორისო წარმატება სინგლის Apologize რემიქს ვერსიას უკავშირდება, რომელიც ცნობილ მუსიკოს Timbaland-თან ერთად ჩაიწერა. კომპოზიციამ ბენდს გრემის ნომინაციაც მოუტანა. ჯგუფის რიგით მეოთხე სტუდიურმა ნამუშევარმა Oh My My კი 2016 წელს ბილბორდის ჩარტის მესამე პოზიცია დაიკავა. აღსანიშნავია, რომ არტისტების სიმღერაზე Counting Stars გადაღებულმა კლიპმა იუთუბზე 3 მილიარდამდე ნახვა დააგროვა. კოლექტივის ფრონტმენ რაიან ტედერს სხვადასხვა დროს ისეთ არტისტებთან უმუშავია, როგორებიც არიან: ადელი, ბიონსე, ჯენიფერ ლოპესი, პოლ მაკკარტნი და სხვები.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული