Thumbnail

ნახეთ: Sonic Youth-ის 1987 წლის საკონცერტო გამოსვლის ვიდეოჩანაწერი

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

1987 წელს ქალაქ ბოსტონში ექსპერიმენტული მუსიკალური ჟურნალის Forced Exposure მხარდასაჭერად კონცერტი ჩატარდა, რომელშიც ლეგენდარულმა ამერიკულმა ჯგუფმა Sonic Youth მიიღო მონაწილეობა. ახლახან ბენდის გამოსვლის ვიდეოჩანაწერი გავრცელდა. არტისტებმა საქველმოქმედო საღამოზე პანკ როკ ბენდის Crime ტრეკის Hot Wire My Heart ქავერი და იგი პოპის საკულტო კოლექტივის The Stooges სიმღერა I Wanna Be Your Dog შეასრულეს.

Hot Wire My Heart პანკ კოლექტივის Crime სადებიუტო სინგლია, რომელიც 1976 წელს გავრცელდა. აღსანიშნავია, რომ ტრეკის ალტერნატიული ვერსია Sonic Youth-ის რიგით მეოთხე ალბომში Sister შედის.

I Wanna Be Your Dog კი იგი პოპის პროტო პანკ ბენდის The Stooges ჯგუფისვე სახელწოდების მქონე სადებიუტო ალბომში შედის, რომელიც 1969 წელს გამოიცა. სინგლის ქავერ ვერსია Sonic Youth-ის პირველ სტუდიურ ჩანაწერში Confusion Is Sex გვხვდება.

Sonic Youth ნიუ იორკში 1981 წელს შეიქმნა. ორი წლის შემდეგ ჯგუფმა სადებიუტო ალბომი Confusion Is Sex გაავრცელა. არსებობის 30-წლიან ისტორიაში კოლექტივს სულ 15 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული. აღსანიშნავია, რომ ბენდი ნოიზ როკისა და ალტერნატიული როკის ერთ-ერთ პიონერად ითვლება. 2011 წელს Sonic Youth ჯგუფის ლიდერების, კიმ გორდონისა და თერსტონ მურის დაშორების შემდეგ დაიშალა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული