Thumbnail

მოუსმინეთ: Aprilee და Melqo ახალ კომპოზიციას "სარკმელებს იქით" ავრცელებენ

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ჰიპ ჰოპ არტისტი ირაკლი ლომსაძე, ფსევდონიმით Aprilee და მუსიკოსი დავით მანჩხაშვილი, სასცენო სახელით Melqo, ახალ კომპოზიციას "სარკმელებს იქით" ავრცელებენ. ცნობილია, რომ შემსრულებლებმა ტრეკზე ჯერ კიდევ კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე იმუშავეს.

ნახეთ: Aprilee - Audio Problems

მოუსმინეთ: Melqo - the girl named Sooisay

ირაკლი ლომსაძემ მუსიკალური კარიერა 2017 წელს გავრცელებული სადებიუტო ტრეკით Dare დაიწყო. თავდაპირველად არტისტი ფსევდონიმით Drane მოღვაწეობდა. შემსრულებელი რეჩიტატივს ძირითადად ინგლისურ ენაზე კითხულობს.

მელქოს შემოქმედება კი სინთპოპსა და ელექტრონულ მუსიკას აერთიანებს. სადებიუტო კომპოზიცია "Bloom/აყვავდი" არტისტმა 2018 წელს გამოუშვა. 2019 წელს მან მსმენელებს ქართული ბაიათების რემიქს ვერსიები შესთავაზა, 2020 წლის დასაწყისში კი სადებიუტო ალბომი "ათასწლეული" გაავრცელა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული