Thumbnail

ამერიკულმა ჯგუფმა Modest Mouse ახალი კომპოზიცია We Are Between გაავრცელა. სინგლი მუსიკოსების მომავალ, რიგით მეშვიდე ალბომში The Golden Casket იქნება წარმოდგენილი, რომელიც 25 ივნისს გამოიცემა. ჩანაწერის პროდიუსერები არაერთი გრემის მფლობელი არტისტი, დეივ სერდი და ირლანდიელი მუსიკოსი, ჯეკნაიფ ლი იქნებიან. სტუდიური ნამუშევარი 12 ტრეკს გააერთიანებს.

Modest Mouse ვაშინგტონის შტატში 1992 წელს შეიქმნა. 1996 წელს არტისტებმა სადებიუტო ალბომი This Is a Long Drive for Someone with Nothing to Think About გაავრცელეს. კოლექტივს ამ დრომდე 6 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული. ბენდს განსაკუთრებული წარმატება გრემიზე ნომინირებულმა კომპოზიციამ Float On მოუტანა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული