Thumbnail

ნახეთ: Wolf Alice კომპოზიციას Smile ასრულებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ბრიტანული ჯგუფი Wolf Alice ჯეიმს კორდენის ღამის შოუს ესტუმრა. კოლექტივმა გადაცემაში კომპოზიცია Smile შეასრულა. სინგლი მუსიკოსების რიგით მესამე ალბომში Blue Weekend იქნება წარმოდგენილი, რომელიც 4 ივნისს გამოიცემა.

► ნახეთ: Wolf Alice - Smile

► ნახეთ: Wolf Alice კომპოზიციის Last Man on Earth ლაივ ვერსიას ავრცელებს

Wolf Alice ლონდონში 2010 წელს შეიქმნა. გრემის ნომინანტმა ბენდმა 2015 წელს სადებიუტო სტუდიური ნამუშევარი My Love Is Cool გამოუშვა. ჯგუფს განსაკუთრებული პოპულარობა ჩანაწერში შესულმა სინგლმა Moaning Lisa Smile მოუტანა, რომელიც ბილბორდის ათეულში მეცხრე ადგილს იკავებდა. კოლექტივს ამ დრომდე ორი სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული