Thumbnail

ნახეთ: ბილი აილიში ცნობილი ადამიანების შეკითხვებს პასუხობს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა ამერიკელმა მომღერალმა, ბილი აილიშმა ბრიტანული Vogue-ის ვიდეოინტერვიუში მიიღო მონაწილეობა, რა დროსაც 23 ცნობილი ადამიანის შეკითხვებს უპასუხა. ჟურნალის იუთუბის გვერდზე გავრცელებულ ოცწუთიან ვიდეოში 19 წლის არტისტს მუსიკოსები: ჯასტინ ბიბერი, ავრილ ლავინი, მისი ელიოტი, სთორმზი, არლო პარკსი; მსახიობები - ორლანდო ბლუმი და ჰოლი ბერი; დიზაინერი რიკარდო ტიში და სხვები უსვამენ კითხვებს.

ბილი აილიში: სხეულის გამოჩენის გამო პატივისცემას არ უნდა ვკარგავდეთ

ბილი აილიშმა გაამხილა, რომ მოზარდობისას მასზე იძალადეს

Missy Elliott

⇒ გაქვს თუ არა ჩაწერილი სიღერა, რომელზეც კლიპის გადაღება გინდოდა, მაგრამ ვერ მოახერხე?

"სიგიჟეა, რომ საერთოდ იცი, ვინ ვარ. ძალიან კარგი შეკითხვაა. I Love You ჩემი სიმღერებიდან ერთ-ერთია, რომელიც გამორჩეულად მიყვარს, მაგრამ ვიდეორგოლი ვერ გადავიღე. იგივე შემიძლია, ვთქვა სიმღერაზე Ilomilo. უბრალოდ, დრო გამიფრინდა. ეს კითხვა მეც მაქვს შენთან, ასე რომ, დამიკავშირდი და გამაგებინე პასუხი", - მიმართა გოგონამ რეპერს.

Justin Bieber

⇒ ბილი, შენთან ძალიან, ძალიან სერიოზული კითხვა მაქვს. რას აირჩევდი, სუფთა წინდებს თუ სუფთა ზეწარს?

"არ შემიძლია, ორივე მქონდეს, ჯასტინ? მაშინ ეს სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული. მართლა არ ვისურვებდი ჭუჭყიან ზეწარზე წოლას, არც ის მინდა, რომ ბინძური წინდები ჩავიცვა, მაგრამ, ალბათ, მაინც სუფთა ზეწარს ავირჩევდი... თუმცა, ასევე არ შემიძლია ჭუჭყიანი წინდებით სიარული... შენ რას მიპასუხებდი ამავე კითხვაზე?", - მიმართა ბილიმ კანადელ პოპვარსკვლავს.

Finneas

⇒ გქონია თუ არა შემთხვევა, როცა შენი რომელიმე კონცერტის ვიდეოჩანაწერის ან ფოტოების ნახვის შემდეგ საერთოდ ვერ გაგიხსენებია, რომ მართლა იდექი იმ სცენაზე?

"კი, ასეთი განცდა მეუფლება ხოლმე. როგორც წესი, რაღაცებს იმის მიხედვით ვიხსენებ, თუ რა მეცვა იმ დღეს. ასე რომ, ზოგჯერ მითქვამს, ეს როდის იყო?", - უპასუხა ბილიმ ძმას, პროდიუსერ ფინიასს.

ბილი აილიშმა ინსტაგრამზე რეკორდი დაამყარა

Stormzy

⇒ ისედაც იცი, შენი როგორი ფანი ვარ ჯერ კიდევ იქიდან მოყოლებული, როცა Brit Awards-ზე შეგხვდი და შენი მოსმენა დავიწყე. იმდენი რამეა, რითიც აღმაფრთოვანებ, მაგრამ პირადად ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავი შენი, როგორც სონგრაითერის საქმიანობაა. ასე რომ, მაინტერესებს, შეგიძლია, შიდა სამზარეულოში შეგვახედო - როგორ წერ სიმღერებს და როგორ წყვეტ, რომელია კარგი ტექსტი და რომელი არ გამოდგება?

"კარგი ტექსტის ცუდისგან გარჩევა ინტუიციის საკითხია, თუმცა, ხანდახან ვერ ვწყვეტ, მომწონს ლირიკა თუ არა. მე და ჩემი ძმა ერთად ვწერთ ხოლმე. ჩვენ სიმღერების შექმნის საბაზისო წესებზე გავიზარდეთ: ვერსი, შუალედური სექცია, ვერსი, შუალედური სექცია, ბრიჯი და მისამღერი - ასეთია კომპოზიციის ტრადიციული სტრუქტურა. ცოტა სულელურია, რადგან კომპოზიცია ისეთი უნდა იყოს, როგორსაც მოისურვებ, მაგრამ საფუძვლები თუ იცი, მისი სრულად ამოტრიალებაც შეგეძლება. სიმღერის წერას წესები არ სჭირდება, მაგრამ, თუ ისინი იცი, მაშინ სრული სიგიჟეების კეთება ხდება შესაძლებელი", - უპასუხა გოგონამ ბრიტანელ გრაიმ არტისტ სტორმზის.

Arlo Parks

⇒ პირველი რა გახსენდება სიტყვაზე - მხიარულება?"

"კონცერტების გამართვა მგვრის განსაკუთრებულ სიამოვნებას. ათასობით ადამიანის წინაშე სცენაზე დგომა დაუჯერებელი შეგრძნებაა, ამას სიტყვებით ვერც ავხსნი", - უპასუხა აილიშმა ბრიტანელ ავტორ-შემსრულებელ არლო პარკსს.

Orlando Bloom

⇒ მსმენია, რომ ვეგანი ხარ. მაინტერესებს, რამ მიგაღებინა ეს გადაწყვეტილება?

"უკვე 7 წელია, ვეგანი ვარ. კარგად გავეცანი, რა ხდება რძის პროდუქტებისა და ხორცპროდუქტების ბაზარზე, რის შესახებაც ისედაც ვიცოდი. როცა ასეთ ინფორმაციას იღებ და შენი თვალით ხედავ, ძალიან რთულია, კვების ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდე. ბევრი მეგობარი მყავს, ვინც რძის და ხორცის პროდუქტებს მიირთმევს - არ მინდა, ვინმეს მივუთითო, როგორ უნდა მოიქცეს, მაგრამ მე არ შემიძლია, უმოქმედოდ ვიყო, როცა ვიცი, რა ხდება ცხოველთა სამყაროში", - მიუგო გოგონამ მსახიობს.

Avril Lavigne

⇒ როგორც ადამიანს, რომელმაც ასეთ მცირე დროში ამდენი შეძლო, გეკითხები - რა არის ისეთი, რისი მიღწევაც სამომავლოდ გსურს და შანსი ჯერ არ მოგეცა?

"ბევრი იდეა მაქვს სამომავლოდ, მაგრამ სინამდვილეში არ ვარ ისეთი ადამიანი, რომელიც მიზნებს ისახავს და მკაცრად მიჰყვება მათ, რადგან ყველა ვიცვლებით, გვეცვლება განწყობები და ინტერესები. უფრო იმაზე ვარ ორიენტირებული, რაც ახლა მინდა, რომ ვაკეთო და იმედი მაქვს, მომავალშიც იმას გავაკეთებ, რაც მენდომება. იმის მიუხედავად, რომ ბევრი იდეა მაქვს, მგონია, რომ, თუ მათ ხმამაღლა გავაჟღერებ და შემდეგ აღარ გავაკეთებ, სულელურ მდგომარეობაში აღმოვჩნდები", - უპასუხა ბილიმ კანადელ მომღერალ ავრილ ლავინს.

Riccardo Tisci

იტალიელი დიზაინერი, რიკარდო ტიში დაინტერესდა, რომელ გარდაცვლილ არტისტთან ისურვებდა გოოგნა დუეტში სიმღერას.

"კარგი შეკითხვაა. ემი უაინჰაუსი - ეს კლასიკაა. ვფიქრობ, ყველა მის სახელს იტყოდა, მაგრამ, პირველ რიგში, ფრენკ სინატრა იქნებოდა ის, ვისთან დუეტსაც ვისურვებდი", - უპასუხა აილიშმა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული