Thumbnail

ავსტრალიური ემო დუეტი Armlock ახალ კომპოზიციას Turf War ავრცელებს. სინგლი არტისტების სადებიუტო ალბომში Trust იქნება წარმოდგენილი, რომელიც 2 ივნისს გამოიცემა.

მელბურნელმა მუსიკოსებმა, საიმონ ლემმა და ჰემიშ მიტჩელმა შემოქმედებითი თანამშრომლობა 2010 წელს დაიწყეს. თავდაპირველად არტისტებმა ჯგუფი I’lls შექმნეს, რომელიც ოთხი ალბომის გამოცემის შემდეგ დაიშალა. მათი მომდევნო ერთობლივ პროექტს კი Couture ეწოდებოდა. ამის შემდგომ არტისტებმა სოლო კარიერა დაიწყეს, 2021 წელს კი მათ ახალი დუეტი Armlock ჩამოაყალიბეს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული