Thumbnail

ამერიკული ინდი როკ ჯგუფის Vampire Weekend ყოფილი წევრი, როსტამ ბათმანგლიჯი, სასცენო სახელით Rostam, ახალ კომპოზიციას From the Back of a Cab და მასზე გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებს. სინგლი მუსიკოსის რიგით მეორე სოლო ალბომში Changephobia შევა, რომელიც 4 ივნისს გამოიცემა. ვიზუალურ ნამუშევარში როსტამთან ერთად ცნობილი მუსიკოსები: Charli XCX, HAIM, სეთ ბოგარტი და სხვები მონაწილეობენ.

მოუსმინეთ: Rostam - Changephobia

ნახეთ: Rostam - 4Runner

როსტამ ბათმანგლიჯმა შემოქმედებითი კარიერა ჯგუფში Vampire Weekend 2006 წელს დაიწყო. კოლექტივთან ერთად სამი ალბომის გამოცემის შემდეგ, 2016 წელს არტისტმა ბენდი დატოვა და სოლო კარიერა დაიწყო. მომდევნო წელს მუსიკოსმა პირველი დამოუკიდებელი სტუდიური ჩანაწერი Half-Light გაავრცელა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული