Thumbnail

კალიფორნიელი ჰიპ ჰოპ არტისტები YG და Mozzy განაგრძობენ მომავალი კოლაბორაციული ალბომის Perfect Timing პრომოუშენს და მსმენელს ვიდეორგოლთან ერთად გამოქვეყნებულ ამავე დასახელების ახალ კომპოზიციას სთავაზობენ. დასავლელ ემსიებთან ერთად ჩანაწერში არენბი შემსრულებელი Blxst მონაწილეობს.

ნახეთ: YG x Mozzy - Bompton To Oak Park

ვაიჯიმ, რომელიც კრიმინალური დაჯგუფება "ბლადსის" წევრია, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2005 წელს დაიწყო. რეპერის შემოქმედება 5 სტუდიურ ალბომს: My Krazy Life, Still Brazy, Stay Dangerous, 4REAL 4REAL და My Life 4Hunnid აერთიანებს. მსმენელთა განსაკუთრებული მოწონება პირველმა მათგანმა დაიმსახურა, რომელმაც ბილბორდის მუსიკალურ ჩარტში მეორე ადგილი დაიკავა და პლატინის სტატუსიც მოიპოვა.

მოზიმ კი შემოქმედებითი კარიერა 2004 წელს დაიწყო. 2011 წელს კალიფორნიელმა მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Izizzel Izzy Izie Izim გაავრცელა. კრიმინალური წარსულის მქონე ჰიპ ჰოპ არტისტს ამ დრომდე ორმოცზე მეტი სტუდიურ ჩანაწერი აქვს გამოცემული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული