Thumbnail

ნახეთ: DJ Khaled, Lil Baby და Lil Durk კლიპში EVERY CHANCE I GET

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

მაიამელი პროდიუსერი, დიჯეი ქალიდი განაგრძობს ახალგავრცელებული ალბომის Khaled Khaled პრომოუშენს და მსმენელს სინგლზე EVERY CHANCE I GET გადაღებულ ვიდეორგოლს სთავაზობს. ჩანაწერში თანამედროვე ჰიპ ჰოპის პოპულარული წარმომადგენლები, ლილ ბეიბი და ლილ დერქი მონაწილეობენ. ტრეკის პროდიუსერი კი არაერთი ჰიტის ავტორი Tay Keith გახლავთ.

მოუსმინეთ: DJ Khaled ალბომს Khaled Khaled აქვეყნებს

წარმოშობით პალესტინელმა არტისტმა შემოქმედებითი კარიერა 1998 წელს დაიწყო. მან პოპულარობა სადებიუტო ალბომით Listennn... The Album მოიპოვა. ქალიდს ისეთ სუპერვარსკვლავებთან უთანამშრომლია, როგორებიც არიან: ქანიე ვესთი, რიანა, დრეიქი, ლილ უეინი, ჯენიფერ ლოპესი, ბიონსე, ჯასტინ ბიბერი და სხვები. დღეისთვის მაიამელი პროდიუსერის დისკოგრაფია 12 სტუდიურ ჩანაწერს აერთიანებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული