Thumbnail

ბილი აილიშმა ინსტაგრამზე რეკორდი დაამყარა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, ბილი აილიშმა სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა. ბრიტანული "ვოგის" ივნისის თვის გარეკანი, რომელზეც თავადაა გამოსახული, პირველი სურათი გახდა, რომელმაც პლატფორმაზე მილიონი მოწონება ყველაზე სწრაფად, 6 წუთზე ნაკლებ დროში დააგროვა. ამ დროისთვის მომღერლის პოსტს 15 მილიონზე მეტი მოწონება აქვს.

ბილი აილიში: სხეულის გამოჩენის გამო პატივისცემას არ უნდა ვკარგავდეთ

ბილი აილიშმა გაამხილა, რომ მოზარდობისას მასზე იძალადეს

ნახეთ: ბილი აილიში Vogue-ის გარეკანზე შეცვლილი იმიჯით გამოჩნდა

ბილიმ კიდევ ერთი რეკორდი ინსტაგრამზე მარტშიც დაამყარა, როდესაც შეცვლილი ვარცხნილობის ფოტო გააზიარა. მაშინ პოსტმა მილიონი მოწონება 6 წუთში დააგროვა, რითიც მან სელენა გომესის რეკორდი გააუმჯობესა. ამჟამად აღნიშნულ სურათს 22 მილიონზე მეტი მოწონება აქვს.

ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მან თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო. ბილი 2020 წელს ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსი გახდა, რომელმაც გრემის დაჯილდოების ისტორიაში ოთხ ძირითად კატეგორიაში: წლის ალბომი, წლის სიმღერა, წლის ჩანაწერი და წლის ახალბედა არტისტი გაიმარჯვა. მომღერალი ჯამში 7 გრემის ფლობს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული