Thumbnail

ცნობილმა ფილადელფიელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, რობერტ უილიამსმა, ფსევდონიმით Meek Mill, ახალი კომპოზიცია Lemon Pepper Freestyle და მასზე გადაღებული ვიდეო გაავრცელა. მუსიკოსმა ნამუშევარში კანადელი კოლეგის, დრეიქისა და სამხრეთელი რეპერის, რიკ როსის ამავე სახელწოდების მქონე კოლაბორაციული სინგლის ინსტრუმენტალი გამოიყენა.

მოუსმინეთ: დრეიქმა ჩანაწერი Scary Hours 2 გამოაქვეყნა

მიქ მილმა მუსიკალური კარიერა 2003 წელს დაიწყო. მისი სადებიუტო ალბომი Dreams & Nightmares 2012 წელს გავრცელდა. ჩანაწერი კომერციულად საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა და მალევე გახდა ოქროს სტატუსის მფლობელი. 2017 წელს არტისტმა მორიგი ნამუშევარი Wins & Losses გამოუშვა, რომლის ერთ-ერთი გამორჩეული კომპოზიციაც Issues გახლავთ. 2018 წლის მიწურულს კი მილმა დღეისთვის ბოლო ალბომი Championships გამოაქვეყნა, რომელმაც კრიტიკოსების მაღალი შეფასებები დაიმსახურა. სოლო შემოქმედების პარალელურად, რობერტი ჰიპ ჰოპ გაერთიანების Maybach Music Group წევრია.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული