Thumbnail

პოპულარული კოლექტივის, Rage Against the Machine-ის თანადამფუძნებელი და გიტარისტი, ტომ მორელო და რუსული ფემინისტური პანკ ჯგუფი Pussy Riot ახალ ერთობლივ კომპოზიციას Weather Strike და მასზე შექმნილ ვიდეორგოლს ავრცელებენ.

ნახეთ: Pussy Riot - Panic Attack

"Pussy Riot ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივისტური მუსიკალური ჯგუფია. მათ მიერ უშიშრად შექმნილი ხელოვნებისა და კონფრონტაციის ნაზავი ჩემთვის მუდმივი შთაგონების წყაროა. ძალიან დიდი პატივია, რომ გავერთიანდით და ასეთი ძლიერი, რევოლუციური ტრეკი ჩავწერეთ", - წერს მორელო სოციალურ ქსელში.

"ჩემთვისაც და ტომისთვისაც პოლიტიკა ჩვენს მუსიკასთან მუდმივად ახლო კავშირში იყო. ძალიან დიდი პატივია მასთან მუშაობა და მეგობრობა. ვფიქრობ, რომ რევოლუციური ხელოვნების კარგ ნაწილს შევქმნით, როგორც ნამდვილი თანამოაზრეები და ამხანაგები", - აღნიშნა Pussy Riot-ის ლიდერმა, ნადეჟდა ტოლოკონნიკოვამ.

2011 წელს შექმნილმა "ფუსი რაიოთმა" ფართო საზოგადოების ყურადღება 2012 წლის 21 თებერვალს მიიპყრო, როდესაც მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში პანკ ლოცვა "ღვთისმშობელო, განდევნე პუტინი" შეასრულა. ჯგუფის სამი წევრი ნადეჟდა ტოლოკონნიკოვა, მარია ალიოხინა და ეკატერინა სამუშევიჩი დააკავეს და რელიგიური სიძულვილის მოტივით ჩადენილი ხულიგნობის მუხლით 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. გოგონებმა ბრალი არ აღიარეს და განაცხადეს, რომ აქცია მხოლოდ პოლიტიკური ხასიათის იყო და მორწმუნეთა შეურაცხყოფას მიზნად არ ისახავდა. ჯგუფის შემადგენლობა ცვალებადია და მისი წევრების ზუსტი რაოდენობა უცნობია.

ტომ მორელომ კი შემოქმედებითი მოღვაწეობა 1979 წელს დაიწყო. კარიერის განმავლობაში ის ისეთ ცნობილ ჯგუფებში მოღვაწეობდა, როგორებიცაა: Rage Against the Machine და Audioslave. გამოცემა Rolling Stone-მა მორელო ყველა დროის საუკეთესო 40 გიტარისტს შორის დაასახელა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული