Thumbnail

ფილადელფიელი მუსიკოსი რაკიმ ალენი, ფსევდონიმით PnB Rock, ახალ კომპოზიციას Need Somebody და მასზე გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებს. ტრეკი რაკიმის მომავალი ალბომის ერთ-ერთი სინგლია. ვიზუალური ნამუშევრის ავტორი რეჟისორი კლიფტონ ბელი გახლავთ.

მოუსმინეთ: PnB Rock x King Von - Rose Gold

PnB Rock მუსიკის ინდუსტრიაში 2011 წელს გამოჩნდა. ფილადელფიელმა არტისტმა 5 მიქსტეიპის გამოშვების შემდეგ, 2017 წლის მიწურულს, გაყიდვაში სადებიუტო ალბომი Catch These Vibes ჩაუშვა. 2019 წელს რაკიმმა მსმენელს რიგით მეორე სტუდიური ნამუშევარი TrapStar Turnt PopStar შესთავაზა. მისი ცნობილი კომპოზიციებია Selfish, Horses და სხვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული