Thumbnail

P. Diddy-მ სახელი შეიცვალა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ჰიპ ჰოპის ისტორიაში ერთ-ერთმა უმნიშვნელოვანესმა ფიგურამ, შონ ქომბსმა, ფსევდონიმით P. Diddy, სახელი ოფიციალურად შეიცვალა და შონ ლავ (Love) ქომბსი დაირქვა. ამის შესახებ ინფორმაცია ნიუ იორკელმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ახალი მართვის მოწმობის ფოტოს საშუალებით გაავრცელა.

► P. Diddy: მუსიკალური კარიერა ნაწილობრივ დასრულებული მაქვს 

► P. Diddy: ბიაიჯის ჟღერადობასთან მიახლოება დღემდე ვერავინ შეძლო 

"შეხედეთ, ფოსტით რა მივიღე. დღეიდან ოფიციალურად შონ ლავ ქომბსი გახლავართ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ახალ ეპოქაში", - დაწერა არტისტმა.

აღსანიშნავია, რომ დიდიმ, რომელმაც კარიერის განმავლობაში ფსევდონიმი არაერთხელ შეიცვალა, ჯერ კიდევ 2017 წლიდან ამბობდა, რომ სახელში სიტყვა Love-ის დამატება სურდა.

შონ ქომბსმა შემოქმედებითი კარიერა 1988 წელს დაიწყო. არტისტმა 1997 წელს სადებიუტო ალბომი No Way Out გამოუშვა. დღეს ჩანაწერი შვიდმაგი პლატინის სტატუსის მფლობელია. 3 გრემის მფლობელი მუსიკოსი, "ფორბსის" 2019 წლის მონაცემებით, უმდიდრესი ჰიპ ჰოპ არტისტების პირველ ხუთეულშია. მისი ქონება 740 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს. დიდდი ჟანრის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ლეიბლის Bad Boy დამფუძნებელია. ამასთან, მან არაერთი ცნობილი შემსრულებლის წარმატება განაპირობა. ამის ყველაზე ნათელი მაგალითი ეპოქალური ემსი, ნოტორიოს ბიაიჯი გახლავთ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული