Thumbnail

ამერიკულმა ჯგუფმა The Black Keys ახალი კომპოზიცია Going Down South და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი გაავრცელა. სინგლი მუსიკოსების მომავალ, რიგით მეათე ალბომში Delta Kream შევა, რომელიც 14 მაისს გამოიცემა. სტუდიური ჩანაწერი 11 ტრეკს გააერთიანებს.

The Black Keys ოჰაიოში 2001 წელს ჩამოყალიბდა. პროექტს განსაკუთრებული წარმატება 2010 წელს გამოცემულმა ალბომმა Brothers მოუტანა. 4 გრემის მფლობელ მუსიკოსებს ამ დრომდე 9 სტუდიური ჩანაწერი აქვთ გამოცემული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული