Thumbnail

მოუსმინეთ: Burial და Blackdown ახალ EP-ის Shock Power Of Love ავრცელებენ

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ბრიტანელი ელექტრონული არტისტები Burial და Blackdown კოლაბორაციულ სტუდიურ ნამუშევარს Shock Power Of Love ავრცელებენ. EP ოთხ კომპოზიციას აერთიანებს. აღსანიშნავია, რომ მუსიკოსებმა 2006 წლის შემდეგ პირველად ითანამშრომლეს. 15 წლის წინ Burial-მა Blackdown-ის ტრეკის Crackle Blues რემიქს ვერსია ჩაწერა.

მოუსმინეთ: Burial - Chemz

უილიამ ემანუელ ბივენმა, სასცენო სახელით Burial, პირველი კონტრაქტი 2005 წელს შოტლანდიელი არტისტის, Kode9-ის ლეიბლთან, Hyperdub-თან გააფორმა. ერთ წელიწადში მან სადებიუტო ალბომი გაავრცელა, რომელიც გამოცემამ The Wire წლის საუკეთესო ჩანაწერად დაასახელა. აღსანიშნავია ისიც, რომ მუსიკოსი წლების განმავლობაში ანონიმურობას ინარჩუნებდა. მისი ვინაობა ფართო საზოგადოებისთვის მხოლოდ 2008 წელს გახდა ცნობილი.

მარტინ კლარკმა, ფსევდონიმით Blackdown, შემოქმედებითი კარიერა 2000-იან წლებში დაიწყო. მუსიკოსი და პროდიუსერი, მის კოლეგასთან, დენ ფრემპტონთან ერთად ცნობილი ლეიბლის Keysound თანადამფუძნებელია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული