Thumbnail

ოზი ოსბორნი: ახალი ალბომისთვის 15 სიმღერა უკვე მზად მაქვს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარულმა ბრიტანელმა მუსიკოსმა, ოზი ოსბორნმა ჟურნალ Metal Hammer-თან ინტერვიუში გაამხილა, რომ მომავალი ალბომისთვის უკვე 15 სიმღერა აქვს მზად. აგრეთვე დასძინა, რომ ახალ კომპოზიციებზე მუშაობამ მას სიცოცხლის ხალისი შეუნარჩუნა.

ოზი ოსბორნი: დავმშვიდდი, კორონავირუსის ვაქცინა რომ გავიკეთე

ნახეთ: ოზი ოსბორნი და ფოსთ მელოუნი ანიმაციურ კლიპში It's a Raid

"ახალი ალბომისთვის 15 სიმღერა უკვე მზად მაქვს. შეიძლება ითქვას, რომ კომპოზიციებზე მუშაობამ გადამარჩინა. გასული ორი წელი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და კორონავირუსის პანდემიის გამო უსაშინლესი იყო და მივხვდი, რომ მუსიკა ძალიან მჭირდებოდა. ჩანაწერზე მუშაობა თითქმის დავასრულე, მცირე დეტალებიღა დარჩა, ცოტაც მოითმინეთ და ყველაფერს თავად ნახავთ", - ამბობს ოზი.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ბოლო ალბომი Ordinary Man ოზი ოსბორნმა 2020 წელს გამოსცა.

ოზი ოსბორნი ლეგენდარული ჰევი მეტალ კოლექტივის, Black Sabbath-ის ერთ-ერთი დამაარსებელია. გრემის მფლობელმა მუსიკოსმა სადებიუტო სოლო ჩანაწერი Blizzard of Ozz 1980 წელს გაავრცელა. არტისტს დღემდე 100 მილიონი სოლო ალბომი აქვს გაყიდული. 2002-2005 წლებში MTV-ზე ოსბორნის ოჯახის მონაწილეობით რეალითი შოუ The Osbournes გადიოდა. შემსრულებელს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციამ Dreamer მოუტანა, რომელიც 2001 წელს ბილბორდის ჩარტშიც მოხვდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული