Thumbnail

ამერიკელი არტისტი, ლორელი როდრიგესი, ფსევდონიმით Empress Of, ახალ კომპოზიციას One Breath ავრცელებს. მუსიკოსმა სინგლი ახალგაზრდებში მენტალური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის Sound It Out ფარგლებში ჩაწერა.

ნახეთ: Empress Of - You've Got To Feel Ft. Amber Mark

ლორლი როდრიგესმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2011 წელს დაიწყო. 2015 წელს მან სადებიუტო ალბომი Me გამოუშვა, რომელიც ბილბორდის ჩარტში მოხვდა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება ტრეკებმა Water Water და How Do You Do It მოუტანა. მუსიკოსს ამ დრომდე 3 სტუდიური ნამუშევარი აქვს გამოცემული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული