Thumbnail

მოუსმინეთ: DJ Khaled ახალ ალბომს Khaled Khaled აქვეყნებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ცნობილმა პროდიუსერმა, დიჯეი ქალიდმა გაყიდვაში ახალი ალბომი Khaled Khaled ჩაუშვა, რომელიც 14 კომპოზიციას მოიცავს. მაიამელი მუსიკოსის რიგით მე-12 ჩანაწერში ტრადიციულად არაერთი პოპულარული თუ გავლენიანი არტისტი მონაწილეობს. მათ შორის 21 Savage, Big Sean, Bounty Killer, Bryson Tiller, Buju Banton, Capleton, Cardi B, DaBaby, Diddy, Drake, Beyoncé, H.E.R., JAY-Z, Jeremih, Justin Bieber, Justin Timberlake, Lil Baby, Lil Durk, Lil Wayne, Meek Mill, Megan Thee Stallion, Migos, Nas, Post Malone, Rick Ross და Roddy Ricch არიან.

ნახეთ: დიჯეი ქალიდისა და დრეიქის კლიპში POPSTAR ჯასტინ ბიბერი მონაწილეობს

წარმოშობით პალესტინელმა არტისტმა შემოქმედებითი კარიერა 1998 წელს დაიწყო. მან პოპულარობა სადებიუტო ალბომით Listennn... The Album მოიპოვა. ქალიდს ისეთ სუპერვარსკვლავებთან უთანამშრომლია, როგორებიც არიან: ქანიე ვესთი, რიანა, დრეიქი, ლილ უეინი, ჯენიფერ ლოპესი, ბიონსე, ჯასტინ ბიბერი და სხვები. დღეისთვის მაიამელი პროდიუსერის დისკოგრაფია 12 სტუდიურ ჩანაწერს აერთიანებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული