Thumbnail

ნორვეგიული ინდი ფოლკ დუეტი Kings of Convenience ახალ კომპოზიციას Rocky Trail და მასზე გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებს. სინგლი მუსიკოსების მომავალ ალბომში Peace or Love იქნება წარმოდგენილი, რომელიც თორმეტწლიანი პაუზის შემდეგ, მიმდინარე წლის 18 ივნისს გამოიცემა.

Kings of Convenience ქალაქ ბერგენში 1999 წელს შეიქმნა. ორი წლის შემდეგ დუეტმა სადებიუტო ალბომი Quiet Is the New Loud გაავრცელა. მუსიკოსებს ამ დრომდე სამი სტუდიური ჩანაწერი აქვთ გამოცემული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული