Thumbnail

ნახეთ: Pink Turns Blue-მ სინგლზე There Must Be so Much More კლიპი გადაიღო

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ცნობილი გერმანული პოსტ პანკ ჯგუფი Pink Turns Blue კომპოზიციაზე There Must Be so Much More გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებს. სინგლი კოლექტივის მომავალ ალბომში იქნება წარმოდგენილი, რომელსაც მუსიკოსები ხუთწლიანი პაუზის შემდეგ მიმდინარე წელს გამოაქვეყნებენ.

Pink Turns Blue ქალაქ ბერლინში 1985 წელს შეიქმნა. ორი წლის შემდეგ მუსიკოსებმა სადებიუტო ალბომი If Two Worlds Kiss გაავრცელეს. გერმანული პოსტ პანკისა და გოთიკური როკის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ბენდს ამ დრომდე 11 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული