Thumbnail

პოპულარულმა ატლანტელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, შაია აბრაამ-ჯოზეფმა, ფსევდონიმით 21 Savage, ახალი კომპოზიცია Spiral და მასზე შექმნილი ვიზუალური ნამუშევარი გაავრცელა. ჩანაწერი საშინელებათა ჟანრის კინოსურათის Spiral: From the Book of Saw ერთ-ერთი საუნდტრეკია. მისი პროდიუსერი Kid Hazel გახლავთ.

► ნახეთ: 21 Savage და Metro Boomin კლიპში Glock In My Lap 

► ნახეთ: 21 Savage და Metro Boomin კლიპში My Dawg 

სევიჯმა მუსიკალური კარიერა 2014 წელს დაიწყო. შემსრულებლის დისკოგრაფია ორ კოლაბორაციულ ალბომს, ორ სტუდიურ ჩანაწერს, ამდენივე მიქსტეიპსა და EP-ის აერთიანებს. მათგან მსმენელისა და კრიტიკოსების განსაკუთრებული მოწონება ნამუშევრებმა Issa Album და Savage Mode დაიმსახურეს. ამ უკანასკნელზე სევიჯმა ახალი თაობის ერთ-ერთ გამორჩეულ პროდიუსერთან, Metro Boomin-თან ითანამშრომლა. რეპერს წარმატება მისი მონაწილეობით შექმნილმა ჰიტმა Rockstar მოუტანა. ტრეკი ბილბორდის მუსიკალური ჩარტის პირველ პოზიციას 8 კვირის განმავლობაში არ თმობდა. სტრიმინგ პლატფორმის Spotify სათავეში კი კომპოზიციამ 108 დღე დაჰყო, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული