Thumbnail

ნახეთ: Tamada-მ კომპოზიცია "ბედი მირბის" შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ლაშა ჩხაპელიამ, პროექტით Tamada, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში "აკუსტიკა"  ლექსო რატიანთან და თორნიკე ჯაფიაშვილთან ერთად კომპოზიცია "ბედი მირბის" შეასრულა. ტრეკი არტისტის სადებიუტო ალბომში Frühstück mit Tamada შედის, რომელიც 2020 წლის სექტემბერში გავრცელდა. 

► მოუსმინეთ: Tamada - Mapatie

ლაშა ჩხაპელია, რომლის შემოქმედებითი კარიერაც 2014 წელს დაიწყო, მსმენელებმა ფსევდონიმით Lasha Chapel გაიცნეს. მისი ორი სინგლი გერმანულმა ლეიბლმა Tonal. გამოსცა. Tamada ლაშას კიდევ ერთი პროექტია, რომელიც ელექტრონულ და ქართულ ტრადიციულ მუსიკას აერთიანებს. საკუთარ მიმართულებას თავად არტისტი "დიფ დუქანს" უწოდებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული