Thumbnail

ქართული ჰიპ ჰოპის მსმენელისთვის კარგად ნაცნობმა პროდიუსერმა, ჰარუტ მარტიროსიანმა, იგივე HaruTune-მა, იუთუბზე საავტორო პროექტის Represent​ მეორე სეზონის მორიგი ეპიზოდი "მეტამორფოზა" გამოაქვეყნა. ჩანაწერში ახალგაზრდა რეპერი ფსევდონიმით Tensey მონაწილეობს. ტრეკის პროდიუსერი ტრადიციულად ჰარუთუნი გახლავთ.

Represent​: Kid L - Valhalla

Represent: TAHA - შამათი

Represent: Sf-x - ისინი

Tensey ახალბედა რეპერია, რომლის შემოქმედებითი დებიუტი 2019 წელს შედგა. ხანმოკლე კარიერის განმავლობაში მუსიკოსმა ქართული ჰიპ ჰოპის ისეთ ცნობილ წარმომადგენლებთან ითანამშრომლა, როგორებიც არიან ქეი ჯი და ნიქ გრინი. იუთუბზე მისი ყველაზე პოპულარული ჩანაწერებია Pain და Galaktikebi.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული