Thumbnail

ნახეთ: Young Mic x Serhio - არავინ გკითხავს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ქართველი ჰიპ ჰოპ არტისტის, მიშკა მგალობლიშვილის, სასცენო სახელით Young Mic, იუთუბის არხზე აქამდე გამოუქვეყნებელი კომპოზიცია "არავინ გკითხავს" და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გავრცელდა. კოლაბორაციულ ჩანაწერში მიშკასთან ერთად სერგეი პეტროსიანი, ფსევდონიმით Serhio მონაწილეობს, რომელმაც იანგ მაიქთან კარიერის განმავლობაში არაერთხელ ითანამშრომლა. ნამუშევრის პროდიუსერი BringTheVibe გახლავთ. ტრეკი 2016 წლით თარიღდება.

► მოუსმინეთ: Young Mic x Serhio - owowo 

მიშკა მგალობლიშვილმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. მისი წარმატება პაროდიულ-სატირულ ჰიპ ჰოპ პროექტს, "ბირჟა მაფიას" უკავშირდება. არტისტი ქართულ კომპოზიციებს ფსევდონიმით Young Mic ავრცელებს, ინგლისურენოვანს კი სასცენო სახელით Pash Lyfe. 2020 წლის ნოემბერში მიშკამ მსმენელს მშობლიურ და ინგლისურ ენაზე ჩაწერილი ორი ალბომი "შეხსენება" და Pash Is For Passion შესთავაზა. რეპერის ყველაზე პოპულარული ნამუშევრებია: "ხლაპუშკა", "გამზარდე", "თსლ შავი ზედა", "მომე შანსი" და სხვა.

სერჰიომაც მუსიკალური კარიერა 2010-იან წლებში დაიწყო. მისი პირველი კომპოზიცია Don`t Cry 2011 წელს გავრცელდა. არტისტი არჩევანს ჰიპ ჰოპის ახალი სკოლის ჟღერადობაზე აკეთებს. 2018 წელს მუსიკოსმა EP სახელწოდებით Streеt Art გამოუშვა. რეპერის პოპულარული ჩანაწერებია "პირდაპირ ბლოკიდან", "დიზაინერი", "გიჟი სომეხი" და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული