Thumbnail

ნახეთ: რობერტ ფრიპმა და ტოია უილკოქსმა Heart-ის ჰიტი Barracuda შეასრულეს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ლეგენდარული პროგრესივ როკ ჯგუფის King Crimson დამაარსებელმა, რობერტ ფრიპმა და მისმა ცოლმა, მუსიკოსმა ტოია უილკოქსმა ამერიკული როკ ბენდის Heart კომპოზიციის Barracuda ქავერ ვერსია შეასრულეს. მათი სტუმარი კვლავ გიტარისტი, სიდნი ჯეიკი გახლდათ, რომელიც ოქროსფერი ნიღბით მოგვევლინა. არტისტებმა ნამუშევარი პროექტის Sunday Lunch ფარგლებში ჩაწერეს, რომელიც ჯერ კიდევ კორონავირუსის პანდემიის დასაწყისში დაწესებული კარანტინის დროს წამოიწყეს.

► ნახეთ: რობერტ ფრიპმა და ტოია უილკოქსმა Hawkwind-ის Silver Machine შეასრულეს

► ნახეთ: რობერტ ფრიპმა და ტოია უილკოქსმა (I Can’t Get No) Satisfaction შეასრულეს

Barracuda ამერიკული როკ კოლექტივის Heart რიგით მესამე ალბომში Little Queen შედის, რომელიც 1977 წელს გამოქვეყნდა. სიმღერა, რომელმაც "ბილბორდის" ასეულში მეთერთმეტე ადგილი დაიკავა, ჯგუფის შემოქმედებაში კომერციულად ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად ითვლება.

რობერტ ფრიპმა პროგრესივ როკ ბენდი King Crimson ქალაქ ლონდონში 1968 წელს შექმნა. მომდევნო წელს კოლექტივმა სადებიუტო ალბომი In the Court of the Crimson King გაავრცელა. ჯგუფს ამ დრომდე 13 სტუდიური ნამუშევარი აქვს გამოცემული. 1979 წელს ფრიპმა პირველი სოლო ალბომი Exposure გამოუშვა. აღსანიშნავია, რომ არტისტს ისეთ მუსიკოსებთან უთანამშრომლია, როგორებიც არიან: დევიდ ბოუი, ბრაიან ინო, Blondie და სხვები. შემოქმედებითი მოღვაწეობის განმავლობაში მას 700-ზე მეტ ჩანაწერში აქვს მონაწილეობა მიღებული.

ტოია უილკოქსმა კი მუსიკალური კარიერა 1977 წელს დაიწყო. ორი წლის შემდეგ არტისტმა სადებიუტო ალბომი Sheep Farming in Barnet გაავრცელა. პანკ როკ მუსიკოსს ამ დრომდე 15 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული. ტოიას განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა It's a Mystery, Thunder in the Mountains და I Want to Be Free მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული