Thumbnail

ახალგაზრდა კალიფორნიელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ჰაკიმ ჯამალ კარტერ უმცროსი, სასცენო სახელით Baby Keem, ვიდეორგოლთან ერთად ახალ კომპოზიციას Durag Activity ავრცელებს. კოლაბორაციულ ჩანაწერში ჟანრის ერთ-ერთი წამყვანი წარმომადგენელი, ტრევის სკოტი მონაწილეობს. ტრეკი ბეიბი კიმის სადებიუტო ალბომში The Melodic Blue შევა.

ნახეთ: Baby Keem ვიდეორგოლს no sense ავრცელებს

ნახეთ: Baby Keem - Hooligan

ბეიბი კიმმა შემოქმედებითი კარიერა 2017 წელს დაიწყო. მომდევნო წელს არტისტმა სადებიუტო მიქსტეიპი The Sound Of A Bad Habit გაავრცელა, 2019 წელს კი რიგით მეორე სტუდიური ჩანაწერი Die For My Bitch გამოსცა. აღსანიშნავია, რომ ბეიბი კიმი გავლენიანი კომპტონელი ჰიპ ჰოპ არტისტის, ქენდრიქ ლამარის ბიძაშვილია.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული