Thumbnail

ჰიუსტონური ჰიპ ჰოპის ახალი სკოლის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი, ქეილებ თოლივერი, ფსევდონიმით Don Toliver, მსმენელს ხანგრძლივი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. ახალგაზრდა მუსიკოსმა მომავალი ალბომის L.O.A.D. პირველი სინგლი What You Need და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. ჩანაწერის პროდიუსერი არაერთი გრემის მფლობელი Hit-Boy გახლავთ.

მოუსმინეთ: Don Toliver სადებიუტო ალბომს Heaven Or Hell ავრცელებს

ნახეთ: Don Toliver ვიდეორგოლს Cardigan ავრცელებს

ნახეთ: Don Toliver - Cafeteria ft. Gunna

დონ თოლივერმა მუსიკალური მოღვაწეობა 2017 წელს დაიწყო. ჰიუსტონელი მუსიკოსი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ტრევის სკოტის კომპოზიციიდან Can't Say გახდა. 2019 წელს არტისტმა ჰიპ ჰოპ გაერთიანების JACKBOYS ამავე სახელწოდების მქონე კომპილაციურ ალბომში მიიღო მონაწილეობა, 2020 წელს კი ლეგენდარულ ემინემთან ტრეკის No Regrets ჩაწერისას ითანამშრომლა. იმავე წლის 13 მარტს გაყიდვაში თოლივერის სადებიუტო ალბომი Heaven Or Hell ჩაეშვა. მისი შემოქმედება ჰიპ ჰოპის, არენბისა და თრეფის ნაზავია.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული