Thumbnail

ქართული ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი, გიორგი შენგელია, ფსევდონიმით FuLA, მსმენელს ახალი კომპოზიციით FuLL დაუბრუნდა. ჩანაწერის ბითის ავტორი Libra'El გახლავთ, პროდიუსერი კი თავად გიორგია.

ნახეთ: FuLA - სანთელივით

მოუსმინეთ: FuLA - ჩამირგეს

მოუსმინეთ: FuLA - სარკიდან

ფულამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. ის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ჰიპ ჰოპ გაერთიანებიდან "ქსელი 56" გახდა. არტისტის პოპულარული ტრეკებია "გეტოს შვილი", "ნუ ეფარები მზეს", "წავედი მე", "შივა" და სხვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული