Thumbnail

ნახეთ: ბილი აილიში Vogue-ის გარეკანზე შეცვლილი იმიჯით გამოჩნდა

19 წლის ამერიკელი პოპვარსკვლავი, ბილი აილიში ბრიტანული Vogue-ის ფურცლებს შეცვლილი იმიჯით დაამშვენებს. მისი სურათები მოდის ჟურნალის ივნისის ნომერში იქნება წარმოდგენილი. არტისტი ფოტოგრაფ ქრეიგ მაკდინის ობიექტივში მოხვდა.

► სიმღერები, რომლებიც ბილი აილიშის ახალ ალბომში Happier Than Ever შევა

აღსანიშნავია, რომ მომღერალი ამჟამად რიგით მეორე ალბომზე Happier Than Ever მუშაობს, რომელიც 30 ივლისს გამოიცემა. ახლახან აილიშმა ნამუშევრის კომპოზიცია Your Power და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა.

ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მან თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო. ბილი 2020 წელს ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსი გახდა, რომელმაც გრემის დაჯილდოების ისტორიაში ოთხ ძირითად კატეგორიაში: წლის ალბომი, წლის სიმღერა, წლის ჩანაწერი და წლის ახალბედა არტისტი გაიმარჯვა. მომღერალი ჯამში 7 გრემის ფლობს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული