Thumbnail

უილოუ სმიტი საუბრობს, რატომ გადაწყვიტა ერთზე მეტი სექსუალური პარტნიორის ყოლა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ახალგაზრდა მუსიკოსმა და მსახიობმა, უილოუ სმიტმა, სასცენო სახელით Willow, რომელიც დედასთან, ჯადა პინკეტთან და ბებიასთან, გემისთან ერთად საოჯახო თოქ შოუს Red Table Talk უძღვება, გადაცემის ახალ ეპიზოდში საკუთარ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, ეცხოვრა პოლიამორული ცხოვრების წესით.

ნახეთ: Willow - Transparent Soul Ft. Travis Barker

"პოლიამორია ესაა, გქონდეს ინტიმური კავშირი რამდენიმე ადამიანთან ერთმანეთის პარალელურად. მისი ძირითადი არსი თავისუფლებაშია - შეგეძლოს, ისეთი ურთიერთობის სტილი ჩამოაყალიბო, რომელიც შენზე იქნება მორგებული და არ შეაბიჯო მონოგამიაში მხოლოდ იმიტომ, რომ მას შენ ირგვლივ ყველა სწორად მიიჩნევს", - ამბობს ის.

გოგონას თქმით, პოლიამორიის შესახებ მეტი ინფორმაციის გაცნობისას გაიაზრა, რომ წყვილებს, განსაკუთრებით კი დაქორწინებულებს შორის ურთიერთობების დასრულების მთავარი მიზეზი ღალატია.

"მაგალითად, ხომ არსებობს ადამიანი, რომელსაც შეიძლება, ისეთივე სიხშირით არ უნდოდეს სექსი, როგორც მის პარტნიორს? რა, თუ არა პოლიამორული მიდგომა იქნება ორივე მათგანისთვის სარგებლობის მომტანი?", - აღნიშნავს 20 წლის არტისტი.

დედამ, ჯადამ ის დღე გაიხსენა, როცა შვილმა განუცხადა, რომ პოლიამორი იყო.

"გახსოვს, რომ მითხარი, ეს ჩემი პრობლემააო? მე კი გავიფიქრე, სრულიად მესმის-მეთქი. ჩემთვის მისაღებია ცხოვრების იმგვარად მოწყობის სურვილი, რომ იმას იღებდე, რაც გსურს, თუ შენი მისწრაფებები მკაფიო და გასაგებია", - ამბობს ქალი.

უილოუს ბებიამ კი აღნიშნა, რომ პოლიამორული ურთიერთობის საკითხი მასა და მის ქმარს, რობინს შორისაც წამოჭრილა:

"ჩვენ მართლაც გვისაუბრია პოლიამორიის შესახებ. განვიხილეთ, იყო თუ არა ეს ის, რისი გამოცდაც გვინდოდა".

Is Polyamory For You

Gammy tries to understand Willow's decision to live a polyamorous lifestyle - seeking multiple intimate partners at the same time. In a lively generational debate on marriage and monogamy, Willow opens up about her decision to practice ethical non-monogamy. Poly Solo Gabrielle Smith and her married boyfriend Alex come to the Table to reveal how their multiple-partner approach to relationships works, especially with his wife.

Posted by Red Table Talk on Tuesday, April 20, 2021

 

ვარსკვლავური წყვილის, უილ სმიტისა და ჯადა პინკეტ სმიტის უმცროსმა შვილმა, უილოუმ მუსიკალური კარიერა 2014 წელს დაიწყო. მომდევნო წელს არტისტმა სადებიუტო ალბომი Ardipithecus გაავრცელა. სმიტს ამ დრომდე სამი სტუდიური და ერთი კოლაბორაციული ნამუშევარი აქვს გამოცემული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული