Thumbnail

ფოტოგალერეა: სახლები, სადაც რიანას კარიერის განმავლობაში უცხოვრია

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული ბარბადოსელი მომღერლის, რიანას კაპიტალი 600 მილიონ დოლარად არის შეფასებული. მუსიკოსმა საცხოვრებელი ადგილი არაერთხელ გამოიცვალა, ის სხვადასხვა დროს ბარბადოსში, ინგლისსა და აშშ-ში, კონკრეტულად კი, ნიუ იორკისა და კალიფორნიის შტატებში ცხოვრობდა. როგორც ვებგვერდზე House Beautiful არის აღნიშნული, არტისტს საცხოვრებლის ყიდვასა და დაქირავებაში ჯამში $100 მილიონი აქვს დახარჯული.

Rihanna-ს ბრენდის Savage X Fenty ღირებულება $1 მილიარდი გახდა

როგორ გახდა Rihanna მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალი მუსიკოსი

წარმოგიდგენთ სახლებს, რომელიც არტისტს კარიერის განმავლობაში უყიდია, ანაც დაუქირავებია:

პეინის ბეისი

რირიმ მშობლიურ ბარბადოსში, ზღვისპირა ქალაქ პეინის ბეისზე სახლი 2013 წელს იყიდა $21,8 მილიონად. როგორც გამოცემა Daily Mail წერს, 929 კვ.მ. ფართობის შენობა ერთ-ერთი ყველაზე დიდი საცხოვრებელი ნაგებობაა ზემოხსენებულ კურორტზე.

ნიუ იორკის შტატი

ქალაქ საუთჰემპტონში მდებარე სახლი რიანას გასულ ზაფხულს, თვეში 415 ათას დოლარად ჰქონდა ნაქირავები. New York Post-ის ცნობით, 570 კვ.მ. ფართობის შენობაში, სადაც ხუთი საძინებელი და ექვსი სააბაზანოა, მუსიკოსი 2020 წლის ივლისში-აგვისტოს პერიოდში ცხოვრობდა.

ლონდონი

მე-19 საუკუნის შენობაში რირიმ გაერთიანებულ სამეფოში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ დაიდო ბინა. Daily Mail-ის ცნობით, 588 კვ. მ. ფართობის სახლში, სადაც რვა საძინებელი, სავარჯიშო დარბაზი, კინოთეატრი, კერძო ლიფტი და 10 ავტომობილზე გათვლილი ავტოფარეხია, მომღერალი კვირაში 25 118 დოლარად ცხოვრობდა. მას შემდეგ, რაც მან ქალაქი დატოვა, საცხოვრებელი 41 მილიონ დოლარად გაიყიდა.

ლოს ანჯელესი

კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს ანჯელესში მდებარე სახლში რიანა 2012 წელს, ცხრა თვის განმავლობაში, ცხოვრობდა მანამ, სანამ, სტალკერის გამო, იძულებით არ მოუხდა მისი დატოვება. როგორც Architectural Digest წერს, შენობას 6 საძინებლითა და 7 სააბაზანოთი არტისტი თვეში 65 ათას დოლარად ქირაობდა.

ჰოლივუდ ჰილზი

კალიფორნიაში მდებარე სახლში მომღერალმა 2017 წელს $6,8 მილიონი გადაიხადა. როგორც Variety წერს, იქ ცხოვრების მეექვსე თვეს შენობაში უცხო პირი შეიჭრა. შემთხვევიდან რამდენიმე თვეში რირიმ საკუთრება უძრავი ქონების ბაზარზე $7,495 მილიონად გაიტანა, თუმცა, იმის გამო, რომ მყიდველი არ გამოჩნდა, 2019 წელს შენობის გაქირავება გადაწყვიტა თვეში 35 000 დოლარად.

დასავლეთ ჰოლივუდი

გამოცემა Variety-ს ცნობით, კალიფორნიაში, დასავლეთ ჰოლივუდში მდებარე ვილა არტისტმა 2,7 მილიონ დოლარად შეიძინა 2017 წელს, სამ თვეში კი $2,8 მილიონად გაყიდა. 246 კვ.მ. ფართობის სახლში ოთხი საძინებელი, ამდენივე სააბაზანო და ღია საცურაო აუზია განთავსებული.

ქალაქი ნიუ იორკი

ნიუ იორკში მდებარე პენტჰაუსს რიანა 2013-დან 2017 წლამდე ქირაობდა. New York Post წერს, რომ, როცა რირი ოთხსაძინებლიანი დუპლექსის ტიპის ბინაში გადავიდა საცხოვრებლად, თვეში 39 ათას დოლარს იხდიდა, თუმცა, დროთა განმავლობაში გადასახადი 50 ათასზე ავიდა.

ლოს ანჯელესი

2017 წლიდან რიანას ერთ-ერთი ძირითადი საცხოვრებელი ლოს ანჯელესის დასახლება Century City-ში მდებარე პენტჰაუსი იყო. 42-ე სართულზე მდებარე აპარტამენტს გამოცემა Century City-მ პაპარაცებისგან ერთ-ერთი ყველაზე დაცული ადგილი უწოდა.

ბევერლი ჰილზი

ერთ-ერთი ბოლო შენაძენი, რომელიც რირიმ უძრავი ქონების ბაზარზე გააკეთა, ლოს ანჯელესის ოლქში, ბევერლი ჰილზზე მდებარე სახლია. მან საცხოვრებელი მიმდინარე წელს, 13,8 მილიონ დოლარად იყიდა. 1938 წელს აგებულ, 706 კვ.მ. ფართობის შენობაში 5 საძინებელი, 7 სველი წერტილი, სპორტდარბაზი, მოსასვენებელი და გასართობი სივრცეებია მოწყობილი. მაღალი კედლებითა და გამწვანებით შემოსაზღვრულ ეზოში კი აუზი და ბუნგალოა განთავსებული. აღსანიშნავია, რომ სახლში მოსახვედრად მიწისქვეშა გვირაბი გამოიყენება, რომელიც ორ ავტომობილზე გათვლილ ფარეხში შედის.

სახლი, რომელიც რიანამ ბევერლი ჰილზზე $14 მილიონად იყიდა

ბევერლი ჰილზი

ბარბადოსელმა ცოტა ხნის წინ მეზობლად მდებარე სახლი 10 მილიონად შემოიერთა. ტიუდორის სტილის შენობაში 5 საძინებელი და საკალათბურთო მოედანია განთავსებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული