Thumbnail

Rammstein-ის კლიპის გაზიარების გამო რუსეთში მამაკაცი დააკავეს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

რუს გარემოსდამცველ აქტივისტსა და არხანგელსკის ოლქში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის რეგიონალური ოფისის ყოფილ კოორდინატორ ანდრეი ბოროვიკოვს 2014 წელს სოციალურ ქსელ VKontakte-ში გერმანული ჯგუფის, Rammstein-ის სიმღერის Pu**y კლიპის გაზიარებისთვის 3-წლიანი პატიმრობა ემუქრება. გამოძიება მას პორნოგრაფიული მასალის გავრცელებას ედავება. პროკურატურა მიიჩნევს, რომ ვიდეორგოლი სწორედ პორნოგრაფიული ხასიათისაა და კულტურული ღირებულება არ აქვს.

Rammstein-ის კრისტიან ლორენცი: ახალი ალბომი უკვე ჩავწერეთ

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International მიიჩნევს, რომ ბრალდებას პოლიტიკური სარჩული აქვს და ის ბოროვიკოვის ნავალნის შტაბში მუშაობას უკავშირდება.

"ანდრეი ბოროვიკოვის წინააღმდეგ შეკერილი საქმე სრული აბსურდია. ფაქტია, რომ ის თავისი პოლიტიკური არჩევანის გამო ისჯება და არა მუსიკალური გემოვნების. რუსეთის მთავრობას, ეთიკის დაწესების ნაცვლად, ურჩევნია, რეალურ პრობლემებზე კონცენტრირდეს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბოროვიკოვი ამ საქმიდან გამარჯვებული გამოვიდეს", - ამბობს ორგანიზაცია Amnesty International-ის მოსკოვის ოფისის დირექტორი, ნატალია ზვიაგინა.

არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთმა პირმა, რომელიც ბოროვიკოვის ოფისში მოხალისედ მუშაობდა, ანდრეი ფარულად გადაიღო იმ დროს, როდესაც ის სწორედ ზემოაღნიშნულ კლიპზე საუბრობდა და 6 წლის წინ გამოქვეყნებულ პოსტს შლიდა. პროკურატურის განცხადებით, ბოროვიკოვის მიერ გაზიარებული ვიდეორგოლი მინიმუმ ორმა ადამიანმა იხილა, რაც პორნოგრაფიის გავრცელების მუხლით ბრალის წასაყენებლად საკმარისი აღმოჩნდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული