Thumbnail

ქართულმა ჯგუფმა Killages ახალი კომპოზიცია Dateoff გაავრცელა. ეს უკვე მესამე სინგლია, რომელიც კოლექტივმა მიმდინარე წელს გამოაქვეყნა.

მოუსმინეთ: Killages კომპოზიციას Berlin Calling ავრცელებს

Killages ქალაქ რუსთავში 2016 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფი 4 წევრისგან შედგება: გუგა მაჭარაშვილი, ანრი ყაველაშვილი, გიორგი ლიპარტელიანი და რატი რატიანი. 2018 წელს ბენდმა Tbilisi Open Air-ის მთავარ სცენაზეც დაუკრა. კოლექტივმა სადებიუტო ალბომი Original Brothers გასული წლის სექტემბერში გამოუშვა. მუსიკოსების შემოქმედება ალტერნატიულ როკს, ჰიპ ჰოპსა და ელექტრონულ მუსიკას აერთიანებს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული