Thumbnail

ნახეთ: Young Thug-მა და Gunna-მ ტრეკზე Paid the Fine კლიპი ციხეში გადაიღეს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

პოპულარულმა ატლანტელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ჯეფრი ლამარ უილიამსმა, ფსევდონიმით Young Thug, კომპოზიციაზე Paid the Fine გადაღებული კლიპი გაავრცელა. ჩანაწერში მისი კოლეგები: Gunna, Lil Baby და YTB Trench მონაწილეობენ. სინგლი თაგას ლეიბლის YSL Records კომპილაციური ალბომის Slime Language მეორე ნაწილში შედის, რომელიც 16 აპრილს გამოქვეყნდა.

მოუსმინეთ: Young Thug კომპილაციურ ალბომს Slime Language 2 აქვეყნებს

ვიდეორგოლის გადასაღებად იანგ თაგი და განა ატლანტაში, ფულტონის ოლქის ერთ-ერთ სასჯელაღსრულების დაწესებულებას ესტუმრნენ. მუსიკოსებმა იქ მსუბუქ დანაშაულზე დაკავებულ ათობით ბრალდებულს გირაოს თანხაც გადაუხადეს.

"ჩვენ ატლანტიდან ვართ, დილით გავიღვიძეთ, ციხეში წავედით და ადვოკატებთან, პროკურორებთან და სხვებთან მუშაობის შედეგად იმდენი ადამიანი დავიხსენით, რამდენიც შევძელით. უკვე ვხვდები, ღმერთმა აქ რატომ მომავლინა, ხალხის დასახმარებლად - ეს ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა", - წერს თაგი.

იანგ თაგმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. მუსიკოსი ორიგინალური ვოკალითა და ჩაცმულობის ექსცენტრიკული სტილით გამოირჩევა. არტისტი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2014 წლის ტრეკით Stoner გახდა. 2017 წელს კი მან გაყიდვაში კომერციული მიქსტეიპი Beautiful Thugger Girls ჩაუშვა. 2019 წელს ჯეფრიმ სადებიუტო ალბომი So Much Fun გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული