Thumbnail

ნახეთ: კელი კლარკსონმა Nothing Compares 2 U შეასრულა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკელმა მომღერალმა, კელი კლარკსონმა თავის გადაცემაში The Kelly Clarkson Show ჰიტის Nothing Compares 2 U შინეიდ ო'კონორისეული ვერსია შეასრულა. კლარკსონს აკომპანემენტს პროდიუსერი ჯეისონ ჰალბერტი უწევდა, რომელიც როიალზე უკრავდა.

ნახეთ: კელი კლარკსონმა ელვის პრესლის სიმღერა Burning Love შეასრულა

ნახეთ: კელი კლარკსონმა Aerosmith-ის ჰიტი Dream On შეასრულა

კომპოზიციის Nothing Compares 2 U ავტორი ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსი, პრინსი გახლავთ, რომელმაც ტრეკი საკუთარი ჯგუფისთვის The Family დაწერა. სიმღერის ყველაზე ცნობილ და წარმატებულ ვერსიას კი სწორედ ირლანდიელი მომღერალი, შინეიდ ო'კონორი ასრულებს.

კელი კლარკსონმა პოპულარობა 2002 წელს შოუში American Idol გამარჯვებით მოიპოვა. გრემის სამი ჯილდოს მფლობელ არტისტს კარიერის განმავლობაში 25 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა: Because Of You, Stronger, Since U Been Gone და Breakaway მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული