Thumbnail

მოუსმინეთ: Charli XCX-მა Bladee-სა და Mechatok-ის ტრეკის Drama რემიქსი გაავრცელა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ბრიტანელი პოპვარსკვლავი Charli XCX შვედი რეპერის Bladee და გერმანელი პროდიუსერის Mechatok კოლაბორაციული ტრეკის Drama რემიქსს ავრცელებს. კომპოზიციის თავდაპირველი ვერსია მუსიკოსების საერთო ალბომში Good Luck შედის, რომელიც 2020 წელს გამოიცა.

მოუსმინეთ: No Rome - Spinning Ft. Charli XCX & The 1975

შარლოტ ეიტჩისონმა, სასცენო სახელით Charli XCX, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2008 წელს დაიწყო. არტისტი პოპულარული სიმღერით Boom Clap გახდა. კომპოზიცია 2014 წელს გადაღებული ფილმის "ბედის ვარსკვლავის ბრალია" საუნდტრეკიცაა. ჩარლიმ კარიერის განმავლობაში გრემის ნომინაცია ორჯერ მოიპოვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული