Thumbnail

იაპონური ჯგუფი Chai ახალ კომპოზიციას Ping Pong! და მასზე შექმნილ ვიდეოკლიპს ავრცელებს. ჩანაწერში ასევე იაპონური ჩიპტუნ ბენდი YMCK მონაწილეობს. სინგლი მუსიკოსების მომავალ ალბომში WINK იქნება წარმოდგენილი, რომელიც მიმდინარე წლის 21 მაისს გამოიცემა.

ნახეთ: Chai - Nobody Knows We Are Fun

Chai იაპონიის ქალაქ ნაგოიაში ტყუპმა დებმა, მანამ და კანამ, იუკისთან და იუნასთან ერთად 2012 წელს შექმნეს. 2017 წელს მუსიკოსებმა სადებიუტო ალბომი Pink გაავრცელეს. 2019 წელს კი ბენდმა რიგით მეორე სტუდიური ჩანაწერი Punk გამოსცა. კოლექტივის შემოქმედება პანკ როკსა და ინდი პოპს აერთიანებს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული