Thumbnail

ბრიტანელმა მუსიკოსმა, ჯესი უეირმა ახალი კომპოზიცია Please გაავრცელა. სინგლი არტისტის ბოლო, რიგით მეოთხე ალბომის What's Your Pleasure? დელუქს ვერსიაში იქნება წარმოდგენილი, რომელიც 11 ივნისს გამოიცემა. ჩანაწერში 6 ახალი სიმღერა შევა.

ჯესი უეირმა შემოქმედებითი კარიერა 2009 წელს დაიწყო. სამი წლის შემდეგ მუსიკოსმა სადებიუტო სტუდიური ჩანაწერი Devotion გაავრცელა. ნამუშევარმა ბრიტანულ ჩარტებში მეხუთე ადგილი დაიკავა. არტისტს ამ დრომდე სამი სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული