Thumbnail

ქვიზი: მოცარტი თუ ბიონსე?

მარიამ სარალიძე პროფილის ფოტო
მარიამ სარალიძე

ეპოქალურ ავსტრიელ კომპოზიტორს, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტსა და თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდეს პოპ ვარსკვლავს, ბიონსე ნოულზს ერთმანეთისგან ორ საუკუნეზე მეტი და რადიკალურად განსხვავებული ბიოგრაფია აშორებს. თუ ფიქრობთ, რომ მათი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ფაქტები არასდროს აგერევათ, ეს ქვიზი სწორედ თქვენთვისაა. 

► ნახე სხვა ქვიზები

ინსტრუქცია მარტივია, წინ 12 კითხვა გელით, ყურადღებით გაეცანით შემოთავაზებულ ვერსიებს და მონიშნეთ სწორი პასუხი.

ამ მუსიკოსის მშობლებს სულ 7 შვილი ჰყავდათ

მოცარტი
ბიონსე
სწორია!
მოცარტის მშობლებს, ლეოპოლდსა და ანა მარიას სულ შვიდი შვილი ჰყავდათ, რომელთაგან ხუთი ადრეულ ასაკში გარდაიცვალა.
არასწორია!

ამ მუსიკოსის საყვარელი ციფრი არის 4

მოცარტი
ბიონსე
არასწორია!
ბიონსეს მიერ ამ ციფრის სიყვარულს რამდენიმე მიზეზი აქვს. 4 რიცხვში არიან დაბადებული თავად მუსიკოსი, მისი დედა თინა და ქმარი ჯეი ზი. ამავე რიცხვში შედგა ამ უკანასკნელთან მისი ქორწილიც.

ამ მუსიკოსის ყველაზე მეტი კომპაქტ დისკი გაიყიდა აშშ-ში 2016 წელს

მოცარტი
ბიონსე
სწორია!
2016 წელს აშშ-ში კომპაქტ დისკების გაყიდვების ლიდერი სწორედ მოცარტი გახდა. Billboard-ის ცნობით, კომპოზიტორის ნაწარმოებების სრული კრებული, რომელიც 200-დისკიანი სეტის სახით გამოვიდა, საერთო ჯამში 1.25 მილიონ ეგზემპლარად გაიყიდა.

ამ მუსიკოსმა მეფუტკრეობასა და თაფლის წარმოებაში მოსინჯა ძალები

მოცარტი
ბიონსე
არასწორია!
ბრიტანული Vogue-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ბიონსემ განაცხადა, რომ მეფუტკრეობითაა გატაცებული, 80 ათასამადე ფუტკარი ჰყავს და წელიწადში ასობით ქილა თაფლს იღებს.

ამ მუსიკოსის სახლში მოშინაურებული გველი ცხოვრობდა

მოცარტი
ბიონსე
არასწორია!
ბიონსეს სახლში შინაური პითონი ჰყავდა, რომელსაც სახელად ფენდი ერქვა.

ამ მუსიკოსის სიმაღლე სულ რაღაც 163 სანტიმეტრია

მოცარტი
ბიონსე
სწორია!
ცნობილია, რომ მოცარტი საკმაოდ ტანმორჩილი იყო. შედარებისთვის, ბიონსეს სიმაღლე 170 სანტიმეტრია.

ამ მუსიკოსის მიერ მოგონილი სიტყვა ოქსფორდის უნივერსიტეტის ლექსიკონში შეიტანეს

მოცარტი
ბიონსე
არასწორია!
ბიონსეს ჯგუფის Destiny’s Child სიმღერის 'Bootylicious' სახელწოდება ქართულ თარგმანში "მიმზიდველ ქალს" ნიშნავს. კომპოზიცია იმდენად პოპულარული გახდა, რომ ეს სიტყვა ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შედგენილი ინგლისური ენის ლექსიკონში მოხვდა.

ამ მუსიკოსმა დაწერა ნაწარმოები სახელად "აკოცე ჩემს უკანალს"

მოცარტი
ბიონსე
სწორია!
მუსიკალური ნაწარმოები სახელწოდებით Leck mich im Arsch მოცარტმა 1782 წელს შექმნა.
არასწორია!
მუსიკალური ნაწარმოები სახელწოდებით Leck mich im Arsch მოცარტმა 1782 წელს შექმნა.

ამ მუსიკოსის სახელი ბაყაყის ერთ-ერთ სახეობას უწოდეს

მოცარტი
ბიონსე
სწორია!
Eleutherodactylus amadeus, რომელიც ასევე "მოცარტის ბაყაყის" სახელითაა ცნობილი მეცნიერებმა 1987 წელს აღმოაჩინეს.

ეს მუსიკოსი თავის კონცერტებზე კულისებში ქათმის შემწვარ ბარკლებსა და ვარდის სურნელიან სანთლებს ითხოვდა

მოცარტი
ბიონსე
არასწორია!
ქათმის ბარკლებისა და სურნელოვანი სანთლების გარდა, ბიონსეს მოთხოვნებში დიდი მაგიდა თეთრი გადასაფარებლით, მოთუშული ბროკოლი ნივრით, მწვანე ლობიო, ისპანახი, გრილი სასმელი წყალი, ცხელი ჩაი, დაჭრილი ლიმონი, სანთებელა და ფლეიერი შედის, კულისებში კი მუდმივად 25° ტემპერატურა უნდა იყოს.

ამ მუსიკოსს რომის პაპმა რაინდებისთვის განკუთვნილი ორდენი მიანიჭა

მოცარტი
ბიონსე
სწორია!
1770 წელს რომის პაპმა, კლემენტ XIV-მ თოთხმეტი წლის მოცარტს რაინდის ტიტული და ოქროს დეზის ორდენი გადასცა.

ეს მუსიკოსი, გავრცელებული თეორიის თანახმად, ცნობილი ავსტრიელი კომპოზიტორის, გუსტავ მალერის ნათესავია

მოცარტი
ბიონსე
არასწორია!
მე-19 საუკუნეში მოღვაწე კომპოზიტორის, გუსტავ მალერისა და ბიონსეს ნათესაური კავშირის შესახებ თეორია ძალზე პოპულარულია ამერიკელი მუსიკოსის თაყვანისმცემლებში.

უკეთესადაც შეიძლებოდა!

შემდეგში საკუთარ ინტუიციას უფრო მეტად ენდე და დარწმუნებული ვარ, გაცილებით მეტ კითხვაზე გასცემ სწორ პასუხს. აბა, სხვა ქვიზებიც სცადე.

კარგი შედეგია!

როგორც ჩანს, სხვადასხვა ჟანრის მუსიკას უსმენ და საყვარელი არტისტების შესახებაც ბევრი რამ იცი. აბა, სხვა ქვიზები სცადე.

შესანიშნავი შედეგია!

popmusic-ის მთელი გუნდი ამაყობს შენით! ცოტა ვინმე თუ ახერხებს ამდენ კითხვაზე სწორი პასუხის გაცემას.

კომენტარები

ბოლოს დამატებული