Thumbnail

ცნობილმა კალიფორნიელმა არენბი შემსრულებელმა, ტაირონ უილიამსმა, ფსევდონიმით Ty Dolla Sign, ახალი კომპოზიცია By Yourself და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი გაავრცელა. ჩანაწერში არენბი არტისტები ბრაისონ ტილერი და ჯენეი აიკო მონაწილეობენ. ტრეკის პროდიუსერი ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი გამორჩეული პროდიუსერი Mustard გახლავთ. ვიზუალურ ნამუშევარში კი მთავარ როლს კომიკოსი, ტიფანი ჰადიში ასრულებს.

მოუსმინეთ: Tiësto & Ty Dolla Sign - The Business, Pt. II

ნახეთ: Ty Dolla Sign-მა Smells Like Teen Spirit დააქავერა

თაი დოლა საინმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2006 წელს დაიწყო. მისი სადებიუტო ალბომი Free TC გაყიდვაში 2015 წლის ნოემბერში ჩაეშვა. ნამუშევრის ერთ-ერთი მთავარი ჩანაწერი Blase გახლავთ, რომელშიც ატლანტელი მუსიკოსი Future და ჰიპ ჰოპ დუეტი Rae Sremmurd მონაწილეობენ. ორი წლის შემდეგ კი კალიფორნიელმა არტისტმა მსმენელს მორიგი სტუდიური ნამუშევარი Beach House 3 შესთავაზა, რომელმაც პირველის მსგავსად ოქროს სტატუსის წოდება დაიმსახურა. 2020 წელს კი თაი დოლას დღეისთვის ბოლო ალბომი Featuring Ty Dolla Sign გამოიცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული