Thumbnail

ბრიტანული ექსპერიმენტული როკ ჯგუფი black midi ახალ კომპოზიციას Slow და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. სინგლი მუსიკოსების მომავალ, რიგით მეორე ალბომში Cavalcade შევა, რომელიც 28 მაისს გამოიცემა. ვიზუალური ნამუშევრის ავტორი გრემის მფლობელი შვედი რეჟისორი, გუსტავ ჰოლტენესი გახლავთ.

ნახეთ: black midi - John L

black midi ქალაქ ლონდონში 2017 წელს შეიქმნა. რამდენიმე კომპოზიციის გამოცემის შემდეგ, 2019 წლის მუსიკოსებმა სადებიუტო ალბომი Schlagenheim გაავრცელეს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული