Thumbnail

ცნობილი ამერიკული როკ ჯგუფი Garbage ახალ კომპოზიციას No Gods No Masters და მასზე გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებს. სინგლი კოლექტივის რიგით მეშვიდე, ამავე სახელწოდების მქონე ალბომში შევა, რომელიც 11 ივნისს გამოიცემა. სტუდიური ჩანაწერის პროდიუსერი გრემის არაერთგზის ნომინანტი, ბილი ბუში იქნება, რომელსაც ბენდთან წარსულშიც უთანამშრომლია.

ნახეთ: Garbage-ის ახალი კლიპი The Men Who Rule the World

ალტერნატიული როკ ჯგუფი Garbage 1993 წელს შეიქმნა. ორი წლის შემდეგ მუსიკოსებმა ბენდისვე სახელწოდების სადებიუტო ალბომი გამოუშვეს, რომელმაც ბრიტანეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ავსტრალიაში ორმაგი პლატინის სტატუსი მოიპოვა. მოღვაწეობის განმავლობაში კოლექტივმა 17 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. ბოლო ალბომი Strange Little Birds ჯგუფმა 2016 წელს გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული