Thumbnail

ბრაიან მეი: როკ მუსიკაში, ხმასთან ერთად, სხეული არანაკლებ მნიშვნელოვანია

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, Queen-ის გიტარისტმა, ბრაიან მეიმ გამოცემა Express-თან ინტერვიუში ისაუბრა, რატომ არის როკ მუსიკაში არტისტის ხმასთან ერთად მისი სხეულის ენა მნიშვნელოვანი და რატომ ფიქრობს, რომ ეს ჟანრი უკვდავია.

ბრაიან მეის ყველა დროის ფავორიტი გიტარის პარტია

"არ ვთვლი, რომ ადამიანის შეფასება მხოლოდ იმ ტალღებით შეგიძლიათ, რაც მას ყელიდან ამოსდის. ეს ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი. საქმე მთელ სხეულს, გამოცდილებასა და გადმოცემის უნარს ეხება. ვფიქრობ, ელვის პრესლია იმის ნათელი მაგალითი, თუ როგორ შეუძლია, არტისტს მოიტანოს შენამდე მთელი თავისი სული. შეუძლებელია, მის დროს ბავშვი ყოფილიყავი და ელვისი არ გამხდარიყო შთაგონების წყარო. ის ფრედისთვისაც უდიდესი კერპი იყო. ასე რომ, სხეულის ფაქტორი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამიტომაც ვთვლი, რომ როკი უკვდავია. ის მუსიკის საუკეთესო ფიზიკური მანიფესტაციაა", - ამბობს 73 წლის არტისტი.

ნაკლებად ცნობილი ფოტოები, რომლებიც ბრაიან მეიმ ფრედი მერკურის გადაუღო

ბრაიან მეიმ შემოქმედებითი კარიერა 1965 წელს დაიწყო. 1970 წელს ფრედი მერკურისთან და როჯერ ტეილორთან ერთად (1971-დან მათ ჯონ დიკონი დაემატათ), მეიმ მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული როკ ჯგუფი Queen ჩამოაყალიბა. მუსიკოსი ისეთი ჰიტების ავტორია, როგორებიცაა: We Will Rock You, The Show Must Go On, Hammer to Fall და სხვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული