Thumbnail

ნახეთ: დრეიქის დიზაინით შექმნილი "როლს როისი" მუზეუმში გამოიფინება

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

2020 წელს გამოშვებული Rolls Royce Cullinan-ის სპეციალური მოდელი, რომელიც ცნობილი კანადელი მუსიკოსის, დრეიქის ინდივიდუალური შეკვეთით დამზადდა, მაიამიში მდებარე თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გამოიფინება. დამთვალიერებელს მილიონ აშშ დოლარად შეფასებული ავტომობილის ხილვა 1-15 მაისის ჩათვლით შეეძლება.

დრეიქმა ბილბორდის ჩარტში რეკორდი მოხსნა

Drake: ალბომი Certified Lover Boy ძალიან მალე გამოიცემა

მოუსმინეთ: დრეიქმა ჩანაწერი Scary Hours 2 გამოაქვეყნა

დრეიქმა მანქანის დიზაინი საიუველირო კომპანიასთან Chrome Hearts თანამშრომლობით შექმნა. აღსანიშნავია, რომ ავტომობილს "როლს როისის" სიმბოლოს ნაცვლად ტორონტოელი სუპერვარსკვლავის მიერ დაფუძნებული ლეიბლის OVO Sound ფიგურა ამშვენებს.

დრეიქმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2001 წელს დაიწყო. მისი კარიერული აღმავლობა ლეიბლს Young Money უკავშირდება. 2010 წელს მუსიკოსმა სადებიუტო, კომერციულად წარმატებული ალბომი Thank Me Later გამოუშვა. 2016 წელს კი ჩანაწერი Views გაავრცელა. დღემდე ამ ნამუშევრის 7 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული. 2018 წელს გამოშვებული სტუდიური ალბომი Scorpions კი ხუთი კვირის განმავლობაში ბილბორდის ჩარტის ლიდერობას არ თმობდა. ორწლიანი პუზის შემდეგ, "დრიზი" მსმენელს 2020 წელს მიქსტეიპით Dark Lane Demo Tapes დაუბრუნდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული