Thumbnail

18 დეკემბერი ნიუ იორკის შტატში DMX-ის დღედ გამოცხადდება

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

მიმდინარე წლის 9 აპრილს გარდაცვლილი გავლენიანი რეპერის, ერლ სიმონსის, იგივე DMX-ის პატივსაცემად მისი მშობლიური შტატი, ნიუ იორკი მუსიკოსის დაბადების თარიღს, 18 დეკემბერს დიემექსის დღედ ოფიციალურად გამოაცხადებს. ამის შესახებ აქტივისტებმა, პრისცილა ეჩიმ და ერიკა ფორდმა არტისტის დაკრძალვის ცერემონიაზე ისაუბრეს.

"14 წლის ბავშვს რატომ უნდა შესთავაზო კრეკი?" - DMX იხსენებს, ვინ გაასინჯა ნარკოტიკი

Jadakiss: DMX ხალხს თავისი პიტბულის დახმარებით ძარცვავდა

Murda Mook: DMX ძაღლებს წვრთნიდა, რათა რეპ ბეთლებში დახმარებოდნენ

იდეის ინიციატორი სენატორი ჯამალ ბაილი გახლავთ, რომელმაც შტატის სენატში სიტყვით გამოსვლისას დიემექსის ტრეკის Damien ნაწყვეტიც კი გარეპა. ჯამალს მხარი მერმა, შონ პატერსონმა დაუჭირა.

"ნიუ იორკში ჰიპ ჰოპის ჩვენი სამეფო გვაქვს. დიემექსი კი ერთ-ერთი საუკეთესოა, ვისაც კი ოდესმე გაურეპავს. მშვიდად განისვენე. მის ხსოვნას პატივი უნდა ვცეთ", - აღნიშნა ჯამალმა.

დიემექსმა შემოქმედებითი კარიერა 1991 წელს დაიწყო. 1998 წელს კი სადებიუტო ჩანაწერი It's Dark and Hell Is Hot გამოუშვა, რომლის 250 ათასზე მეტი ეგზემპლარი პირველივე კვირაში გაიყიდა. 1999 წელს გამოდის რეპერის ყველაზე წარმატებული ნამუშევარი ... And Then There Was X, რომელშიც ჰიტი Party Up (Up in Here) შევიდა. სიცოცხლის განმავლობაში მუსიკოსმა 8 სტუდიური ალბომის გამოცემა და ისეთ არტისტებთან თანამშრომლობა მოასწრო, როგორებიც არიან: Jay-Z, Nas, Method Man და Swizz Beatz. სხვადასხვა დროს რეპერი გრემის სამ ნომინაციაზე იყო წარდგენილი.

2021 წლის 3 აპრილს 50 წლის რეპერი ნარკოტიკული საშუალებების ზედოზირებით გამოწვეული გულის შეტევით საავადმყოფოში მოათავსეს. ამის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მუსიკოსი ვეგეტატიურ მდგომარეობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა და მისი ტვინი აღარ ფუნქციონირებდა. ცნობილია, რომ დიემექსი ბოლო პერიოდში რიგით მეცხრე ალბომზე მუშაობდა, რომელშიც მონაწილეობა ჰიპ ჰოპ გაერთიანებას Griselda, გარდაცვლილ რეპერ ფოფ სმოუქს, ბონოს, სნუპ დოგს, ლილ უეინს, აშერს, სვიზ ბითზს და სხვებს უნდა მიეღოთ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული