Thumbnail

ჰიპ ჰოპის ახალი სკოლის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი, ლილ ბეიბი მსმენელს 2020 წლის კომპოზიციის On Me ალტერნატიულ ვერსიას და მასზე შექმნილ ვიდეორგოლს სთავაზობს. ატლანტელის ტრეკში მისი ჰიუსტონელი კოლეგა, კიდევ ერთი მოთხოვნადი რეპ შემსრულებელი Megan Thee Stallion მონაწილეობს. ჩანაწერის პროდიუსერები Chi Chi და EVRGRN არიან.

Lil Baby: მინდა, ჯეი ზის კვალს გავყვე

Megan Thee Stallion შემოქმედებით პაუზას იღებს

დომინიქ ჯოუნსმა მუსიკალური კარიერა 2016 წელს დაიწყო. 2018 წელს რეპერმა სოლო მიქსტეიპი Street Gossip, განასთან ერთად ჩაწერილი ნამუშევარი Drip Harder და სადებიუტო ალბომი Harder Than Ever გაავრცელა. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა კანადელი სუპერვარსკვლავის, დრეიქის მონაწილეობით შექმნილმა კომპოზიციამ Yes Indeed მოუტანა. 2020 წლის თებერვალში გაყიდვაში ახალგაზრდა სამხრეთელის მეორე სტუდიური ჩანაწერი My Turn ჩაეშვა, რომელმაც გამოქვეყნებიდან სამ კვირაში ოქროს სტატუსი მოიპოვა. დღეს კი მსოფლიოს მასშტაბით ნამუშევრის 3 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული