Thumbnail

ემინემი განმარტავს, თუ რატომ გადაიხადა $600 ნასის ალბომის Illmatic კასეტაში

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ეპოქალური ჰიპ ჰოპ არტისტი, ემინემი პლატფორმა "ქლაბჰაუსის" მეშვეობით მეგობრებს, მათ შორის პირად მენეჯერ პოლ როზენბერგსა და დიჯეი ჰუ ქიდს ესაუბრა. დეტროიტელმა რეპერმა, რომელიც მუსიკალური კასეტების დიდი მოყვარული და კოლექციონერია, განაცხადა, რომ მისი ერთ-ერთი ფავორიტი კოლეგის, ნასის სადებიუტო, ჟანრის ბიბლიად წოდებულ ალბომის Illmatic ასლში 600 დოლარამდე თანხა გადაიხადა.

ემინემი: მე ვერ ვარ ძველი თაობის რეპერებივით გავლენიანი

"ილმეთიქის" კასეტას დიდი ხნის განმავლობაში ვერ ვშოულობდი. ძალიან მინდოდა, ჩემი კოლექცია ნასის სადებიუტო ნამუშევრით გამემდიდრებინა. როდესაც გადავაწყდი, დაუფიქრებლად შევიძინე. მასში 500-დან 600 აშშ დოლარამდე გადავიხადე, რადგან ის სრულიად ახალი გახლდათ. წარმოუდგენლად მიმაჩნია, გქონდეს ნასის "ილმეთიქი", არ გახსნა და არ მოუსმინო. სწორედ აქედან გამომდინარე ვვარაუდობ, რომ ეს კონკრეტული ასლი გასაყიდად წლების წინ გამოიტანეს, თუმცა, მაშინ მას მსურველი არ გამოუჩნდა. შემდეგ კი მფლობელმა შეინახა", - განაცხადა დეტროიტელმა.

ნასის სადებიუტო ალბომი გაყიდვაში 1994 წელს ჩაეშვა. ნამუშევარმა აღმოსავლეთ სანაპიროს ჰიპ ჰოპისა და, ზოგადად, ჟანრის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. კრიტიკოსებმა რეპერის "სათქმელის მსმენელამდე მიტანის" უნარს უნიკალური უწოდეს. ჩანაწერის გავლენისა და რელევანტურობის გამო "ილმეთიქს" ჟანრის ბიბლიად მოიხსენიებენ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ეს გახლავთ პირველი ჰიპ ჰოპ ალბომი, რომლის თითო კომპოზიციაზეც მინიმუმ ორმა პროდიუსერმა იმუშავა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული