Thumbnail

ახალგაზრდა არენბი შემსრულებელმა, გაბრიელა უილსონმა, ფსევდონიმით H.E.R., მსმენელს ახალი კომპოზიცია Come Through შესთავაზა. ჰერის კოლაბორაციულ ჩანაწერში მისი პოპულარული კოლეგა, კრის ბრაუნი მონაწილეობს. ტრეკი მუსიკოსის მომავალი ალბომის Back Of My Mind ერთ-ერთი სინგლია.

► ნახეთ: H.E.R. კინოაკადემიის სცენაზე კომპოზიციას Fight For You ასრულებს  

► ნახეთ: H.E.R. - Damage 

გაბრიელა უილსონმა შემოქმედებითი კარიერა 2009 წელს დაიწყო. რამდენიმე EP-ის გავრცელების შემდეგ, 2017 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი H.E.R. გამოსცა. 2019 წელს მან საუკეთესო არენბი ალბომისა და საუკეთესო არენბი პერფორმანსის კატეგორიებში გრემის ჯილდოები მოიპოვა. 2021-ში კი არტისტმა საუკეთესო ორიგინალური სიმღერის ნომინაციაში ამერიკის კინოაკადემიის ჯილდო, ოსკარი მოიგო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული